საიტი დეველოპმენტის პროცესშია

@arisefdn    support@ucompass.ge

Რა არის უნივერსიტეტი?

Უნივერსიტეტი არის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც გვთავაზობს მრავალ საგანმანათლებლო პროგრამასა და შესაძლებლობას. ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტებს, ეძლევათ საშუალება სიღრმისეულად შეისწავლონ ის, რაც მათ აინტერესებთ, განავითარონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მოემზადონ მომავალი კარიერისთვის და მრავალი სხვა.  Უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ გარემოს, რომელიც საჭიროა ინტელექტუალური განვითარებისთვის და ახალი, ინოვაციების შემუშავებისთვის.

Რატომ უნდა ვისწავლოთ უნივერსიტეტში?

Უნივერსიტეტში სწავლა არის უმნიშნელოვანესი ნაბიჯი პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე.  უნივერსიტეტი გვთავაზობს:

სიღრმისეულ განათლებას​

უნივერსიტეტში სწავლა უზრუნველყოფს გაღრმავებულ ცოდნასა არჩეულ საგნებში

Უნარების განვითარებას​

უნივერსიტეტში სწავლა ავითარებს და აუმჯობესებს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების, ფიქრის და სხვა მნიშვნელოვან უნარებს

Პროფესიისთვის მომზადებას​

Საუნივერსიტეტო განათლება აუცილებელი პრირობაა დასაქმებისთვის. უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები ემზადებიან მომავალი პროფესიებისთვის

Ურთიერთობებს​

Უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიცნონ და კონტაქტი დაამყარონ თანატოლებთან, პროფესორებთნ და ა.შ.

Რა არის სპეციალობა?

სპეციალობა უნივერსიტეტში არის სტუდენტის მიერ არჩეული კონკრეტული სასწავლო მიმართულება. ეს არის დარგი, რომელშიც სტუდენტი იღებს სიღრმისეულ ცოდნას და უნარებს. სპეციალობა განსაზღვრავს იმ საგნებსა და კურსებს, რომლებსაც სტუდენტი გაივლის სწავლის პერიოდში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომს არჩეულ სპეციალობაში. ხშირად სპეციალობა უკავშირდება სტუდენტის სამომავლო კარიერულ მიზნებს და პროფესიულ საქმიანობას. მაგალითად, სპეციალობა შეიძლება იყოს ბიზნესის ადმინისტრირება, ინჟინერია, ფსიქოლოგია, სამართალი და ა.შ.

მზად ხარ, რომ დაიწყო?

© 2025 ucompass - ყველა უფლება დაცულია   | By Arise FDN